საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ღუდუშაურის საავადმყოფოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ დეკანოზი უფრი მძიმე ვითარებაში დახვდებოდა, თუმცა სპეციალისტები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც საშუალოს:
„ისეთი სურათი იხატებოდა, რომ მეგონა გაცილებით მძიმე იყო, საკმაოდ ენერგიულად არის მამაო, ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას, როგორც საშუალოს. რაც შეეხება მკურნალობის პროცედურას, მე როგორც პროფესიონალებმა მითხრეს, ასეთი შემთხვევები ინსულტის მდგომარეობით გათვალისიწნებული პროტოკოლით მიმდინარეობს კვლევები. ჯერჯერობით რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა, წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ, როგორც მძმეს“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






