„თიბისი ბანკის“ საქმე - მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი მოადგილზე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული არის სამართლებრივი პროცესი და პოლიტიკურ ამპლუაში არ უნდა იქნეს გადაყვანილი, რათა პროცესი ნაკლებად დაზიანდეს:
„სამართლებრივად არის პროცედურები დასაცავი. ეროვნული ბანკის კონკრეტული გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც შესაძლებელია, გასაჩივრებადი არის და შესაძლებელია, გასაჩივრდეს. ასე რომ, ჩვენ სამართლებრივ პროცესს, რაც ნაკლებად გადავიყვანთ პოლიტიკურ ამპლუაში, მით ნაკლებად დავაზიანებთ ამ პროცესს. ბანკი არის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. ცხადია, რომ სენსიტიურად, ფრთხილად უნდა მოხდეს კომერციულ ბანკთან ურთიერთობა, თუმცა, მეორე მხრივ, კანონი სრულად უნდა იქნას დაცული,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის, ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






