Facebook შეტევის ახალი ტალღა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ - განსაკუთრებით გააქტიურდნენ ის გვერდები, რომლებიც არჩევნებამდე ოპოზიციის ე.წ. შავი პიარისთვის შეიქმნა.
მმართველი გუნდის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. ვაკის მაჟორიტარის განცხადებით, „თიბისი ბანკი“ ფინანსური ბაზრის მნიშნელოვანი მოთამაშეა და პროცესები გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს:
„ასეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველა იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ჩვენი ფინანსური ბაზრის 40 პროცენტი სწორედ თიბისი ბანკს უკავია. ეს არის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია, რომელიც გასულია ლონდონის ბირჟაზე, აქციონერების დიდი ნაწილი უცხოელები არიან, რომელსაც ყველაფერი დარწმუნებული ვარ, მაღალ კონტროლზე ჰყავთ. ამიტომ, ეს საქმე ძალიან დიდი გამჭვირვალობით წარიმართება და დაველოდოთ შედეგებს,“ - განაცხადა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






