მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ Facebook შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პოსტები ვრცელდება.
მესამე სექტორში აღნიშნულზე კომენტირებისას ხელისუფლების კვალზე საუბრობენ:
„ამ პოსტებს აქვეყნებენ ის ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად მოქმედებდნენ და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ახდენდნენ, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი ორკესტრირებულია ხელისუფლების მხრიდან. ეს აზიანებს მთლიანად საინვესტიციო გარემოსაც იმიტომ, რომ მხოლოდ მამუკა ხაზარაძე არ დგას თიბისი ბანკის უკან და აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.
მესამე სექტორის წარმომადგენლების აზრით, მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე შეტევის მიტანა ქვეყნისთვის საზიანოა.
„მე ეჭვი მეპარება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამზადებინებდეს ვიღაცას, Facebook-ში ავრცელებდეს, ცხადია, რომ ამის უკან ორგანიზებული ძალაა. ამიტომაც ეს ძალიან საშიშია. ასეთი სერიოზულ ფინანსურ ინსტიტუტზე შეტევის მიტანა სახიფათოა ზოგადად ქვეყნისთვის, სტაბილურობისთვის,“ - განაცხადა ფონდ ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა.
მასალის გამოყენების პირობები






