„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში "თიბისი ბანკის" ახევის ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 13:38, 16 Feb, 2019     789

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში "თიბისი ბანკის" ახევის ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული’’ - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აფასებს.

"საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში "თიბისი ბანკის" ახევის ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული. მე მინდა მივულოცო "ქართულ ოცნებას", რომ თავიანთი მმართველობის 7 წლისთავზე ეს ანტირეკორდიც მოხსნეს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აქ 11 წლის წინანდელ დარღვევას ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არავინ ედავება, რომ არაფერი ვთქვათ ხანდაზმულობის ვადაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ, მის გარშემო შავი ღრუბლები გროვდება და უკვე გასკდა კიდეც. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სახელწმიფო უწყებები, რომლებიც წესით დამოუკიდებლად უნდა ასეულებდნენ თავიანთ ფუნქციას, პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად იქცნენ ამ ადამიანების წინააღმდეგ.

იმისგან დამოუკიდებლად, ხაზარაძე შეეცდება ივანიშვილთან შეთანხმებას თუ არა, იმისგან დამოუკიდებლად შეეცდება ის ბრძოლას თუ არა, ივანიშვილს რაც აქვს ჩაფიქრებული ხაზარაძესთან მიმართებაში, იმას აუცილებლად გააკეთებს. ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ტალახში აგორაოს, აგორავებს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ დაიჭიროს, დაიჭერს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ანაკლია აახიოს, აახევს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ "თიბისი ბანკი" აახიოს, აახევს. ანუ ხაზარაძის მოქმედებაზე არაა დამოკიდებული ივანიშვილი რას იზამს მის მიმართ. ხაზარაძეს ერთადერთი რაც შეუძლი, ეს არის საზოგადოების იმუნიტეტის მოპოვება, რასაც სჭირდება ხმის ამოღება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. საზოგადოება ღირსია იცოდეს, რას ედავება მას ივანიშვილი და როდის გაირბინა შავმა კატამ,"- განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42