პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარიას ძმა, გიზო ლატარია ამბობს, რომ ყოფილი სპეცრაზმელი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
"ზაალ ლატარია ხალხში, ჯარში, ყველგან განთქმული ადამიანი იყო. როცა სამსახურიდან გამოუშვეს, რუსების წინააღმდეგ წავიდა, ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგი იყო. გააკეთეს ის, რაც უნდოდათ, იმიტომ, რომ ის იყო ზაალი და არა სხვა ვინმე. დაიჭირეს ისე, რომ სახლში ვერ მოვიდა, ჩვენამდე ვერ ჩამოაღწია. მისი დაკავება პოლიტიკურია. აქტიური, პოლიტიკაში ჩართული იყო, "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო, ამიტომ დააკავეს. 2013 წლიდან მას სულ ემუქრებოდნენ, ალბათ, მოწინააღმდეგე მხარე. დააკავეს იმის გამო, რომ ზაალია ლატარია - ზაალს ვინმეს სექსისთვის და რაღაც-რაღაცებისთვის არ ეცალა"- განაცხადა ბრალდებულის ძმამ.
მასალის გამოყენების პირობები






