თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერ ბაჩუკი ქარდავა. მისი განცხადებით, საქართველო პოლიტიკურ ინსტიტუტად იქცა, ლატარიას პროცესი არის პოლიტიკური:
„დღეს საქართველო ფაქტობრივად ერთი მსახიობის თეატრად არის ქცეული, ეს ერთი მსახიობი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო შემდგომ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ანახებენ ამ კადრებს და ხელი წაუცდებათ, სჯის. ამას არ მივესალმები, მაგრამ მგონი საქართველოს პარლამენტის მთელ შემადგენლობას ნანახი აქვს, მაშინ მთელი პარლამენტი აიყვანოს ბიძინა ივანიშვილმა და ეს ადამიანი, რომელიც მსხვერპლია იმ ქმედებებისა, რა პოლიტიკასაც აწარმოებს დღეს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში, ასამართლებენ. ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკოსებს ორი ოფისი გვაქვს, ერთი პარტიული ოფისები და მეორე სასამართლო, იმიტომ რომ სასამართლო ფაქტობრივად იქცა პოლიტიკურ ინსტიტუტატ“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






