ბიძინა ივანიშვილის ხელი აფხაზეთის მთავრობაში - "ოცნების" ლიდერი ვახტანგ ყოლბაიას ლუკა კურტანიძით ჩანაცვლებას გეგმავს
პოლიტიკა - 18:15, 15 Feb, 2019     1768
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დღითიდღე ღრმავდება. შეტევა ოპოზიციაზე, პოლიტიკოსებზე და უკვე საბანკო სექტორზე, არავინ იცის რითი დასრულდება, თუმცა ეს ყველაფერი რომ მმართველი ძალის რღვევის პროცესებს შეუქცევადს ხდის, ფაქტია.


კიდევ ერთი სამიზნე, როგორც დღეს გახდა ცნობილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტან ყოლბაია შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.

როგორ და რა მექანიზმებით უნდა მოხვდეს სპორტსმენი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი აღნიშნულ პოსტზე, უცნობია. აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის მეთაურის მოხსნას და დანიშვნას თავისი პროცედურები აქვს.

აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები მარტის თვეში იგეგმება, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოხსნა კი მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა, შესაბამისად, რატომ და როგორ უნდა წავიდეს ყოლბაია, გაუგებარია. ჩნდება კითხვა - ვინ და სად გადაწყვიტა საკადრო ცვლილებები ქვეყნისთვის პოლიტიკურად ერთ-ერთ მნიშვბელოვან პოზიციაზე?! "ნიუპოსტის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაში ჩარევასაც აპირებს.

მაშინ როცა, აღნიშნულ უწყებას ჰყავს მოქმედი ხელმძღვამელი ვახტანგ ყოლბაიას სახით, ლუკა კირტანიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტის გადასაბარებლად მზადყოფნას უკვე გამოთქვამს, მან ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას ეს ფაქტი "დიდ პატივად" მიიღო.

„ნიუპოსტი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელის დაუკავშირდა, როგორც აღმოჩნდა ვახტანგ ყოლბაია, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საქმის კურსში არ არის.

„ჯერჯერობით მე ვარ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. მე პირველად მესმის, რომ დღის წესრიგში დგას ჩემი მოხსნა და ლუკა კურტანიძის დანიშვნა. ამის გარდა არსებობს პროცედურები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოხსნა მხოლოდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა . აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტთან შეთანხმებით გადაწყვეტს ვინ უხელმძღვანელოს აფხაზეთის მთავრობას. მოვლენების განვითარებას დაველიდოთ.“- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

რა იგეგმება რეალურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლერს საბჭოში, "ნიუპოსტი" გია გვაზავას დაუკავშირდა, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია მოულოდნელობა იყო.

"ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, დღეს პირველად მესმის, არაფერი ამის შესახებ ჩვენ არ გაგვიგია.“- განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ.

მისი თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა, თუმცა გია გვაზავას არ აქვს ინფორმაცია, სად და როგორ მოხდა მათი გვერდის ავლით ამ იდეაზე მუშაობა და შეთანხმება. გია გვაზავას თქმით, მას უჭირს ლუკა კურტანიძის კანდიდატურაზე მსჯელობა "ლუკა კარგი ბიჭია, მაგრამ ...უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა სხვა რაღაცებს მოითხოვს.“

გვაზავას თქმით აფხაზეთის მთავრობაში რაიმე ცვლილების განხორციელებაზე ამ დრომდე არანაირი საუბარი და მსჯელობა არ ყოფილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42