„ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი პარლამენტის დაკომპლექტების სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თმით, ეს ცვლილება ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი კონსტიტუციური საშუალებაა.
„პარლამენტის დაკომპლექტების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისა და მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთი საშუალებაა.
განვლილმა საპრეზიდენტო არცვნებმა ცხადყო, რომ ივანიშვილი დაადგა მკაცრად ავტორიტარულ მმართველობის გზას. წაშლილია ზღვარი პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებს შორის. ქვეყანას რეალურად მართავს და ძალაუფლება კონცენტრირებულია მმართველი პარტიის თვითგამოცხადებული ლიდერის მიერ, რომლისთვისაც ელექტორალური დემოკრატია გადაქცეულია ფიქციად, ხოლო ამომრჩევლის მოსყიდვა და შანტაჟი, ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად.
ასეთ რეალობაში ივანიშვილი დგას რისკის წინაშე, დაკარგოს უკანასკნელი მხარდამჭერები და იქცეს სახალხო მღელვარების ობიექტად, რადგან ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს ხალხისთვის და მხოლოდ ჩინოვნიკები და კლანები მდიდრდებიან, ბუნებრივად დგას სამართლიანი პროტესტისა და მღელვარების რისკის წინაშე. ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ამოიწურება ამომრჩევლის თუნდაც 1%-ის მოთმინება, როდესაც ის გამოხატავს აქტიური სახალხო პროტესტს, ხოლო საკითხი როდის და რა ვითარებაშია შესაძლებელი მსგავსი პროტესტის გამოხატვა, დამოკიდებულია ჩვენი, როგორც საზოგადოების წევრების უნარზე, სადამდე შეგვიძლია ვიყოთ მორჩილი და უმოქმედო ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და უსამართლობის მიმართ. მოქმედების დროა, ძალა ერთობაშია."-პაატა მანჯგალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






