"ხაზარაძეს ერთადერთი გამოსავალი აქვს, დაიწყოს ღია ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 17:06, 15 Feb, 2019     1104
თიბისი ბანკის და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება. ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილის სამიზნე ამჯერად მამუკა ხაზარაძეა, „ივანიშვილი TBC ბანკს ხაზარაძის დისკრედიტაციით გუდავს და ხაზარაძეს ბანკის მეშვეობით“- ამბობს ნიკა მელია. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს თავის გადარჩენის ერთადერთი გზა დარჩა, ის ივანიშვილის წინააღმდეგ ღია ბრძოლაში უნდა ჩაებას.


„ივანიშვილს, როგორც „მგუდავს“ ამჯერად მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი ჰყავს მიზანში ამოღებული გასაგუდად. ბანკს ხაზარაძის დისკრედიტაციით ანადგურებს და თვითონ ხაზარაძეს ბანკის მეშვეობით!

ფაქტია, ვიდრე მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეა, ხელ-ფეხი აქვს შეკრული და რომც უნდოდეს, ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს და პოლიტიკურ ბრძოლაში ვერ ჩაებმება. ეს რომ გააკეთოს ლონდონის საფონდო ბირჟაზე კატასტროფულად დავარდება აქციების ფასი და ზარალი აუნაზღაურებელი იქნება. ისედაც, TBC ბანკმა ერთ დღეში 176 მილიონი ლარი დაკარგა და აქციების ფასი 6,66%-ით გაუფასურდა.

მოკლედ, ხაზარაძემ რომ პოლიტიკური განცხადებებების კეთება დაიწყოს, გუშინდელი დღე მონაგონი იქნება. ივანიშვილმა ეს გადასარევად იცის და ხაზარაძე კუთხეში ჰყავს მიმწყვდეული.

დიახ, ივანიშვილი TBC ბანკს ხაზარაძის დისკრედიტაციით გუდავს და ხაზარაძეს ბანკის მეშვეობით! ხაზარაძეს ერთადერთი გამოსავალი აქვს, თავისი ნებით გადადგეს ბანკში დაკავებული ყველა ოფიციალური პოზიციიდან, გადგეს გვერდით და დაიწყოს ღია ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. მხოლოდ ამ გზით გადაირჩენს თავს!“- წერს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42