"ნგრევის პროცესი დაწყებულია, სახელმწიფო ქსოვილში ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა"- ხუხაშვილი TBC ბანკის საქმეზე
პოლიტიკა - 16:31, 15 Feb, 2019     1485
პოლიტიკური თავდასხმის ნიშნები „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მმართველობიდან ჩამოცილების მცდელობა და ეროვნული ბანკის მოთხოვნა 11 წლის წინ მომხდარი შესაძლო დარღვევის მიზეზით.

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა მოხდეს ბანკისა და მისი აქციონერების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან ბანკის საქმიანობას საფრთხე არ შეექმნას:

„არსებობს სერიოზული კითხვები, ვისი ინტერესები იკვეთება, ამაზე შეიძლება მქონდეს მოსაზრებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჯერ არ უნდა ვისაუბროთ. მთავარი ამოცანაა, რომ "ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ". იმიტომ, რომ ბანკი არის ძალიან მოწყვლადი, სენსიტიური სისტემა და ამაზე ბევრი შეთქმულების თეორიის განვითარებამ შეიძლება დააზიანოს არა მხოლოდ ბანკი, არამედ მთლიანად ქვეყნის ფინანსური სისტემა და მის სტაბილურობას შეექმნას საფრთხე.

პირველი, რაც უნდა მოხდეს ეს არის ის, რომ თვითონ ბანკი და მისი აქციონერები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და უნდა ავუხსნათ ყველას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბანკს და საფინანსო სისტემას ეს არ დააზიანებს“, - განმარტავს ექსპერტი,

მისივე თქმით, საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და 11 წლის დაგვიანებით სანქციების მიღება გაუგებარია:

„თვითონ საქმეში არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. თვითონ სებ-ის მოქმედებაც არ არის დამაჯერებელი. სებ-ს აქვს ოპერატიული წვდომა ყველაფერ იმაზე, რაც ხდება ბანკში, შესაბამისად 11 წლის დაგვიანებით, სანქციების მიღება გაუგებარია. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია პროკურატურაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, მაშინ მაშინვე რატომ არ გააკეთეს ეს, რამდენიმე თვეა ეს საქმე მიმდინარეობს პროკურატურაში. დღეს რატომ გახდა აუცილებელი ამის გაკეთება?

გასაგებია, რომ შეიძლება რაღაც იყო, მაგრამ დაზარალებული ვინ არის? თუ არსებობს დანაშაული, უნდა იყოს დაზარალებული. თუ პრეტენზიები არ აქვთ არც აქციონერებს, არც მეანაბრეებს, არც ბიუჯეტს უზარალია, შესაბამისად რა ხდება და რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი? გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბანკის აუდიტი ყოველწლიურად ტარდებოდა და აქციონერი არის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, მაღალი ალბათობით მანაც იცის ინფორმაცია ამის შესახებ, მას კითხვები არ აქვს და პარტნიორობას მაინც აგრძელებს, მაშინ გაუგებარია საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ რომ შეთქმულების თეორიები არ ვანვითაროთ, თუ რამე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, პოლიტიკურ ჩარევას, ეს ყველაზე კარგად იცის მამუკა ხაზარაძემ. ამაზე რომ ბევრი სპეკულაცია არ იყოს, მან უნდა თქვას პირველ რიგში“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტის განცხადებით, სახელმწიფო სუიციდალური მანიით არის შეპყრობილი და ნგრევის პროცესი დაწყებულია:

„ისიც ძალიან მიკვირს აქამდე რომ მივიდა პროცესი. ცეცხლს ეთამაშებიან. მთელ სურათს თუ შევხედავთ, პრობლემას პრობლემაზე ამატებენ ყოველდღიურად, თითქოს სუიციდალური მიდრეკილებით არის შეპყრობილი ხელისუფლება - მოსამართლეები, ბანკი, შიგნით ერთმანეთის დაჭმა, ეკლესია, ფაქტობრივად, სახელმწიფო ქსოვილში ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა, ყველა მიმართულებით არის პრობლემა. თითქოს რაღაც ბაბილონის გოდოლი ააშენა ხელისუფლებამ, დაიწყო ნგრევა და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეარბილოს ეს პროცესი, ყოველდღიურად თითო აგურს ამატებს. ეს ლოგიკურად გაუგებარი და აუხსნელია“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42