მორალური და რეპუტაციული შტურმი- რა რისკის წინაშე დგანან TBC ბანკის მომხმარებლები, აქციონერები და უცხოელი ინვესტორები- გიორგი კეპულაძე მოსალოდნელ ზარალზე
პოლიტიკა - 16:30, 15 Feb, 2019     2897
„თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები - ეროვნული ბანკის მოთხოვნა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მმართველი პოზიციებიდან მოხსნის თაობაზე.

სებ-ის გუშინედლი მოთხოვნის გამო, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ფასი თითქმის 7%-ით დაეცა, რაც ბანკისთვის მილიონობით ლარის ოდენობის ზარალს ნიშნავს.

რა ბედი ელის საქართველოში ლიდერ ბანკს და მის მომხმარებლებს? აღნიშნულზე სასაუბროდ „ნიუპოსტი“ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კეპულაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით არსებული ვითარება დამაზიანებელია „თიბისი ბანკისთვის“, თუმცა მას გამართული საფინანსო და ეკონომიკური სისტემა აქვს, შესაბამისად, მომხმარებლებს რაიმე ზიანი არ შეიძლება მიადგეს:

„პროცესი არის დამაზიანებელი თავად „თიბისი ბანკისთვის“, ის არის სტაბილური, ფინანსურად და ეკონომიკურად გამართული ბანკი, თუმცა ეს პროცესი რა თქმა უნდა, შეიცავს ძალიან დიდ რეპუტაციულ რისკს. ბანკი არის ნდობაზე დაფუძნებული ბიზნესი, შესაბამისად ეს პროცესი არ წაადგება დადებითად „თიბისი ბანკის“ საქმიანობას.

რაც შეეხება მომხმარებლების უფლებებისა და ფინანსების დაცვას, ამ მხრივ ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ეს ბანკი არის გამართული კაპიტალით იქნება ეს თუ აქტივებით, შესაბამისად არ მგონია, რომ მეანაბრეებს ან მსესხებლებს რაიმე პრობლემები შეექმნათ“, - განაცხადა კეპულაძემ.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკი“ შეძლებს არსებულ პრობლემებს წარმატებით გაართვას თავი:

„ბანკი არ არის მხოლოდ მომხარებელი, აქ არიან მისი ინვესტორები, აქციონერები, რომლებიც აკვირდებიან პროცესს, ის, რომ გუშინ დაეცა „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული ფინანსური ზარალია, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ბანკი ამ კრიზისულ სიტუაციას წარმატებით გაართმევს თავს და მას კვლავ ექნება ლიდერი ბანკის პოზიცია. ახლაც აქვს, მაგრამ რეპუტაციულად და მორალურად ძალიან მძიმეა მამუმაკა ხაზარაძისთვის, როდესაც არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული თემაა, შესაბამისად ამ ბანკში არის ჩადებული ბევრი უცხოელი ინვესტორის ინტერესი. მე იმედს ვიტოვებ, რომ „თიბისი ბანკი“ წარმატებით გადალახავს ამ კრიზისს“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42