გიორგი ქობულიამ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმი გახსნა
პოლიტიკა - 15:42, 15 Feb, 2019     660

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ქუთაისში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმის მუშაობაში, რომელსაც მინისტრთან ერთად საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმერეთის განახლებულ რეგიონულ ოფისში ჩატარდა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე მეწარმე მონაწილეობდა. მათ საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ეკონომიკის მინისტრის ხედვები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, DCFTA-ის მიმდინარეობის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ვრცლად ისაუბრა ექსპორტის წახალისების, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისა და პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე განხორციელდება.

„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი. ეს არ ეხება უმაღლეს განათლებას - ვსაუბრობთ საბაზისო პროფესიების ათვისებაზე. იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუშაობა, უნდა დავეხმაროთ, მოძებნონ შესაფერისი სამუშაო და მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ტექნიკური და პროფესიული განათლება" - აღნიშნა მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას

როგორც გიორგი ქობულიამ განმარტა, პრაქტიკულად უკვე შესრულების ფაზაშია ძალიან დიდი პროგრამა, სადაც სახელმწიფო უფასოდ გადაამზადებს პროფესიულ კადრებს. „ასეთი საგანმანათლებლო კურსები და ტრენინგები დიდი რაოდენობით ჩატარდება საქართველოს რეგიონებში, მათ შორის იმერეთშიც და მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ. ჩვენ გვსურს, რომ ხალხი მოვიზიდოთ, მივცეთ მათ პროფესიული განათლება და დავეხმაროთ სამუშაოს მოძიებაში. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს და შევქმნათ სამუშაო ადგილები, გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი და მთავრობას გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ შექმნათ ეს კვალიფიკაცია ჩვენს ქვეყანაში" - განუცხადა მეწარმეებს გორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის თანაორგანიზატორებს - ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში" და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42