"სახელმწიფო ტენდერების ჩაშლამ სამხედრო მოსამსახურეების კვებითი მომსახურება საფრთხის ქვეშ დააყენა" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 15:07, 15 Feb, 2019     732

"ევროპული საქართველოს" ეთთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სახელმწიფო ტენდერების ჩაშლაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტენდერების ჩაშლამ სამხედრო მოსამსახურეების კვებითი მომსახურება საფრთხის ქვეშ დააყენა.

"2019 წლის იანვარში ის ტენდერები ჩაიშალა, რომელიც საქართველოს შეარაღებული ძალების (თავდაცვის სამინისტრო, შსს, სდსს) სურსათით მომარაგებისთვის იყო აუცილებელი. ტენდერების საერთო ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია. ტენდერების ჩაშლამ სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტი კვებით მომარაგება დააყენა საფრთხის ქვეშ. ამ საფრთხეს ადასტურებს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ დირექტორი ალექსი ზანდარაშვილიც - „საფრთხე შეექმნა სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტ კვებით მომარაგებას, რაც თავის მხრივ,

მოქმედებს ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობაზე“

ეს გამოწვევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციელებს მას შემდეგ დაუდგათ რაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გააფართოვა იმ ტენდერების ნუსხა, რომელთა ჩატარებაც კონსოლიდირებულად (გაერთიანებულად) ხდება.

ამ გადაწყვეტილებას ჯამურად 123 ტენდერის ჩაშლა მოჰყვა, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მლნ-ზე მეტია. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით კი 674 ხელშეკრულება დაიდო.

ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად:

ფაქტობრივად გაუქმდა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა - ელექტრონული შესყიდვები

ერთ პირთან მოლაპარაკებების გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, გაიზარდა კორუფცია

სახელმწიფომ დაკარგა თანხა, რადგან ელეტრონული ტენდერი იძლეოდა საშუალებას სახელმწიფოს ყოველ შესყიდვაზე 5-15% (ანუ საშუალოდ 10%) ეკონომია გაეკეთებინა

შეუსრულებელი დარჩა სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის საჭირო შესყიდვები.

საფრთხე შეექმნა სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტ კვებით მომარაგებას, რაც თავის მხრივ, მოქმედებს ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობაზე“ - ეს გულისშემზარავი ფრაზა ეკუთვნის ალექსი ზარდიაშვილს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის დირექტორს. რამ შეიძლება განაპირობოს ასეთი სულისშემძვრელი და საგანგაშო ფრაზა? მას შემდეგ რაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სრულიად არაკომპეტენტურად მიიღო გადაწყვეტილება და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება დაავალა სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოს, იქ შეიტანა უამრავი ჩამონათვალი. ამის შედეგად 1 იანვრიდან, ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებოდათ სატრანსპორტო უზრუნველყოფა, შეექმნათ გადაადგილების პრობლემა იმიტომ, რომ ტენდერი ჩაიშალა. ახლა უკვე ჩაიშალა ტენდერი ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე 2 მილიონი ლარის ოდენობით. ეს სააგენტო კი ასე ფაციფუცით ითხოვს თანხმობას პირდაპირი შესყიდვაზე იმისათვის, რომ არ მოხდეს წყვეტა ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე. ასეთი პრობლემები დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავია. პრობლემები აქვთ სკოლებს, პრობლემები აქვთ ბაღებს, პრობლემები აქვთ სახელმწიფო შესყიდვაში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. ეს ყველაფერი არც მეტი და არც ნაკლები უკავშირდება ერთი ჭკუის კოლოფის, პრემიერ ბახტაძის სრულიად არაკომპეტენტურ, სრულიად უვიც გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეა გასული და 627 პირდაპირი შესყიდვა განხორციელდა და დაახლოებით, 50 მილიონ ლარამდეა ის თანხა, რომელიც ჯამურად ჩავარდნილ ტენდერებს წარმოადგენს. ეს ზრდის კორუფციის რისკს, ზრდის ნეპოტიზმის რისკს, იხარჯება ბიუჯეტის ფული.

ამ ჩავარდნილი ტენდერების უკან დგანან ჩვენი ჯარისკაცები, სპეცრაზმელები, სკოლის მოწაფეები, უამრავი სახელმწიფო მოხელე, რომლებსაც საკანცელარიო ნივთების ტენდერებიც კი ჩაუვარდათ.

სანამ სახელმწიფო უწყებებში ბოლომდე ბაკქანალია არ დაწყებულა, ჩვენ მოვითხოვთ გაუქმდეს პრემიერ ბახტაძის სრულიად მავნებლური და უვიცი გადაწყვეტილება იმისათვის, რომ უწყებებს მიეცეთ საშუალება ჩაატარონ ტენდერი, დაიზოგოს ბიუჯეტის ფული და ასეთ საგანგაშო წერილებს არ იწერებოდნენ უწყების ხელმძღვანელები. დიახ, ჩვენ ცუდად ვცხოვრობთ იმიტომ, რომ სახელმწიფო იმართება ცუდად და არაკომპეტენტურად,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42