საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკს“ შეუძლია თავდაცვა, შესაბამისად მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი და ყველაფერი მალე დადგინდება:
„თიბისი ბანკი არ არის უმწეო ორგანიზაცია, რომელსაც არ შეუძლია ძალიან მაღალკვალიფიციური ადვოკატებისა და იურისტების დაქირავება, ამიტომ, უთანასწორო პოზიციაში არავინ დგას, აქედან გამომდინარე, ეს არის სამართლებრივი პროცესი და ყველაფერი ძალიან მალე დადგინდება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, იმისათვის რომ არ მოხდეს მიმდინარე მოვლენების პოლიტიკოსების მხრიდან თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება, მნიშვნელოვანიდა დადგინდეს ჭეშმარიტება:
„როდესაც ასეთი სახის პროცესები მიმდინარეობს, ყოველთვის პოლიტიკოსები ცდილობენ, თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ და მათ შორის ოპონენტები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, დადგინდეს ჭეშმარიტება და ყველამ გავიგოთ თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






