“ევროპული საქართველო" სემეკს მიმართავს
პოლიტიკა - 12:53, 15 Feb, 2019     829

დღეს ‘’ევროპული საქართველოს’’ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სემეკს მიმართა და მოითხოვს, რომ ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართებს საცხოვრებელი მიზნით აქირავებენ და მათი საერთო შემოსავალი წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, კვლავ გააგრძელონ წყლის, დენისა და გაზის საფასურის საყოფაცხოვრებო ტარიფით გადახდა.

“ამ ადამიანებისთვის ბინის გაქირავება არა კომერციული საქმიანობა, არამედ საარსებოდ აუცილებელი შემოსავალი ამ უმუშევრობასა და საყოველთაო გაჭირვებაში. ასეთ შემთხვევებში საცხოვბრებელი ფართის ფუნქცია თვისობრივად არ იცვლება და მათთვის კომერციული ტარიფების დადგენა მიუღებელია,” - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

როგორც ცნობილია, სემეკი გეგმავს "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების" შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანოს და გაქირავებულ ბინებში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ახალ წესი შემოიღოს, რაც ბინის მეპატრონეებს წყლის გადასახადს გაუძვირებს.

ორშაბათს პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა "ევროპული საქართველოს" კანონპროექტს, რომელიც ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ისახავს მიზნად. კანონპროექტის მიხედვით, ბინის ყველა გაქმირავებელს, ვისი წლიური შემოსავალი ბინის გაქირავებიდან არ აღემატება 30,000 ლარს, გათავისუფლდება იმ 5%-იანი გადასახადიდან, რომელსაც ისინი თავისი ბინის საცხოვრებლად გაქირავებისთვის იხდიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42