"კატეგორიულად მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება კალაძის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე"- ენმ მთავრობას "გაზპრომის" საკითხზე მოთხოვნებს უყენებს
პოლიტიკა - 12:14, 15 Feb, 2019     955
„გაზპრომსა“ და ქართულ მხარეს შორის, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირება - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ ისაუბრა.

„აღნიშნულ კონფიდენციალურ ხელშეკრულებას, ორი წლის წინ ხელი მოაწერა მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ჩვენი ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარისსწორებაზე გადასვლის გამო ქვეყნისთვის ყოველწლიურად მიყენებულმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 25 მლნ $, რაც 65 მლნ ლარის ტოლია. სწორედ ამიტომ, მთავრობა ასაიდუმლოებდა ქვეყნისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ფინანსურად წამგებიანი ხელშეკრულების შინაარს, რომელიც აშკარად კორუფციულ ხასიათს ატარებს.

ამის შესახებ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი წლის წინ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით. სასამართლომ გასული წლის 31 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, მაგრამ კანონის უხეში დარღვევით ამის შესახებ წერილობით გვაცნობა მხოლოდ 8 თვის შემდეგ, 2019 წლის 13 თებერვალს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოზე საქართველოს მთავრობისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის ივანიშვილის პოლიტიკურ დიქტატს. აღნიშნული გადაწყვეილება მიიღო მოსამართლე თამარ მეშველიანმა.

ასევე საგანგაშოა ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გაკეთებული განცხადება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან გაზის შესყიდვაზე. გასული წლის განმავლობაში, საქართველოს რუსეთიდან გაზი არ მიუღია, რომლის საჭიროებაც არც დღეს და არც მომავალში არ არსებობს, ამიტომ შემაშფოთებელია მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

აქედან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ

• საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება ქვეყნისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ფინანსურად წამგებიანი პირობებით.

• მოლაპარკებები წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ

• დაიწყოს გამოძიება, ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს კახა კალაძის მხრიდან, რადგან ხელშეკრულების პირობების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 65 მილიონი ლარის ზიანი“, - განაცხადეს ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42