მინისტრს ჰკითხეს, სთხოვა თუ არა გახარიამ ივანიშვილის დავალებით ხაზარაძეს წილების დათმობა.
"არ მქონია ასეთი საუბარი. მეორე - ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის ფინანსური რეგულაციების ფარგლებში მიღებულ გადაწვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ.
ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ "თიბისი ბანკი" არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს „თიბისი ბანკის“ სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მითუმეტეს ჩემი მხრიდან",- განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






