„ეროვნულმა ბანკმა თიბისის მოსთხოვა მამუკა ხაზარაძის გადაყენება.
კარგად რომ წარმოვიდგინოთ, თუ რამხელა მავნებლობას სჩადის ივანიშვილი:
1. მორიგი პოლიტიკური დაკვეთა მისცა ისედაც ინსტრუმენტად ქცეულ პროკურატურას, ამოაქექინა 11 წლის წინანდელი რაღაც საეჭვო ტრანზაქცია და შეაკერინა ფულის გათეთრების სრულიად აბსურდული საქმე;
2. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შეუწყვიტა საბიუჯეტო მხარდაჭერა, გააუქმებინა ტენდერები და ძირავს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს;
3. პოლიტიკურ ინსტრუმენტად უკვე ღიად აქცია ეროვნული ბანკიც, რომელმაც პროკურატურის და მთავრობის პარალელურად დაკვეთების შესრულება დაიწყო, ჯერ სესხების სრულიად მავნებლური, ქოცური რეგულაციები შემოიღო, ახლა კი ხაზარაძის გადაყენება მოითხოვა, 2007 წელს ცუდად მოიქცაო.
ივანიშვილი არის ყველას პრობლემა. იმათიც, ვისაც ჯერ არ მისდგომია. ეს უნდა გავაცნობიეროთ.
ჩემი სოლიდარობა თიბისი ბანკს.“- წერს ოთარ კახიძე ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






