ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს-ახლა თემა დახურულია - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 19:44, 14 Feb, 2019     853

„საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი, მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ საკონსტიტუციო რეფერენდუმს და იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ",-ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გეგმას მილიონი ხელმოწერის შეგროვების შესახებ, რათა 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პროპორციული სისტემა 2020 წლიდან ამოქმედებულიყო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა. მისივე განცხადებით, მუშაობა გაგრძელდება დღეს ჩამოყალიბებული კანონმდებლობით.

„საკონსტიტუციო რეფორმა დასრულებულია. მაშინ ჩენ შევთავაზეთ ოპოზიციას უკვე 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუმცა, ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია ორსაფეხურიანი სისტემით გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. არის რეფორმა დასრულებული, ეს თემა არის დახურული, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა იმ კანონმდებლობით, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული. რაც შეეხება მილიონ ადამიანს, ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი, მას შემდეგ, რაც დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ საკონსტიტუციო რეფერენდუმს და იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ჩვენ მოვიგეთ ძალიან მყარად მუნიციპალური არჩევნები",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42