"პრეზიდენტის მთავრობის კომპეტენციაში ჩარევა პრინციპების დარღვევას გამოიწვევს" - სესიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სალომე ზურაბიშვილის ადგილს ვერ ხედავს
პოლიტიკა - 17:46, 14 Feb, 2019     702
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ თუკი პრემიერის სათათბირო ორგანოში წარმოვიდგენთ პრეზიდენტის მონაწილეობას, ამით შეიძლება დაირღვეს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების განაწილების პრინციპი.

"თუ პრემიერის სათათბირო ორგანოში წარმოვიდგენთ პრეზიდენტის, პარლამენტის მონაწილეობას, შეიძლება დავარღვიოთ სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების განაწილების პრინციპი.

ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრემიერის სათათბირო ორგანო, ეს არის მთავრობის კომპეტენცია და ამ საბჭოს ფარგლებში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება. მთავრობას აქვს თავისი კომპეტენცია, მთავრობის კომპეტენციაში ჩარევა გამოიწვევს ძირითადი პრინციპების დარღვევას. თუმცა მთავარი რაც არის, პრეზიდენტი იყოს ინფორმირებული თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ეს ასე არის, თუ საჭიროა დამატებითი კომუნიკაციის შესაძლებლობების გაზრდა, აქაც რა თქმა უნდა ყველა მივესალმებით. მე პირადად ვერ ვხედავ რაიმე ისეთ გამოწვევას შინაარსობრივად, რომ ამით ეროვნული ინტერესები დაზიანდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ შეჯერებას.

იქ სადაც მთავრობაა, არის მთავრობის კომპეტენციები, იქ სადაც პრეზიდენტია, არის პრეზიდენტის კომპეტენცია. პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რა თქმა უნდა, არის და იქნება ინფორმირებული საფრთხეებთან და თავდაცვის საკითხებთან მიმართებაში, რისთვისაც მას აქვს პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან. მაგრამ ჩემი პირდაპირი პოზიცია არის, რომ თუკი პრემიერის სათათბირო ორგანოში წარმოვიდგენთ პრეზიდენტის, პარლამენტის მონაწილეობას, ამით შეიძლება დავარღვიოთ ჩვენი სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების განაწილების პრინციპი“, - განაცხადა სესიაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42