ბესელია მათი მისამართით ამბობს, რომ ვისაც ნამდვილად აინტერესებს ამ კანონპროექტის სულისკვეთება, ამისთვის უნდა დანიშნოს განხილვა.
„ვისაც ნამდვილად აინტერესებს ამ კანონპროექტის სულისკვეთება და უნდა, რომ მეტად გამყარდეს საკუთარ თავში და არგუმენტები მოიმარჯვოს, ამისთვის უნდა დანიშნოს განხილვა და უნდა დაიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა. ეს არ ხდება დერეფნებში კომენტარების გაკეთებით, ეს არ არის საპარლამენტი ფორმატი. კანონპროექტი უკვე ერთი კვირაა შესულია კომიტეტში, კომიტეტის ყველა წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, ერთი მუხლია სულ, ეს ერთი მუხლი შეადაროს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში მეორე მუხლს, მესამე ნაწილს, წაიკითხოს კარგად და ნახავს, რომ იპოვის ბევრ საერთოს ინიცირებულ იდეასა და კონსტიტუციურ პრინციპს შორის. მე რასაც ახლა ვხედავ და ვაკვირდები ამ დისკუსიას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ არგუმენტების მოსმენა ჭიანურდება იქ, სადაც უნდა იყოს განხილვა, ეს არის საკომიტეტო ფორმატი. ამიტომ უმჯობესია მალე დაინიშნოს კომიტეტში ამ საკითხის მოსმენა, იმიტომ, რომ თუ ეს ასე მოხდება, არ დაგვჭირდება არც ხელმოწერების შეგროვება და არც ბიუროსთვის ცალკე მიმართვა. მოსმენის შემთხვევაში მოისმენენ იმ არგუმენტებს, რომლის გარეშეც დღეს ამბობენ, რომ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან ძნელია კომენტარებით ამ საკითხის განხილვა, ამიტომ, უნდა დაინიშნოს კომიტეტის სხდომა და თქვენც მედიას, ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც მოსწონთ ეს იდეა, კოლეგებსაც ექნებათ შესაძლებლობა კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ. მე მაქვს პასუხები და იმ ადამიანებსაც ვინც დაუჭირა მხარი, თუ რატომ ვითხოვთ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას“, - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






