„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრის გიორგი ახვლედიანის თქმით, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მილიონი ხელმოწერის შეგროვება პრაქტიკულად რეფერენდუმის ჩატარებას უდრის და ამ ცვლილების წინააღდეგ წასვლა ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს:
„სადამდე შეიძლება, 2016 წლამდე გვეხვეწებოდნენ, ახლა 2020-ში მომაპარინეო, შემდეგ იტყვის 2024 წელსაც მომაპარინეო. ამიტომ სამართლიანობა არ შეიძლება იყოს გადავადებული, უნდა იყოს 2020-ში, ამისათვის გროვდება მილიონი ხელმოწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მარტო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერა იქნება, არამედ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩატარდება. ხელისუფლება თუ ამის წინააღმდეგ წავა, გამოვა რომ მას ისტერიულად ეშინია თანაბარი პირობების ყველა პოლიტიკურ პარტიასთან არჩევნების წინ. ეს მას საშინლად დააზარალებს, მილიონ კაცს უთხრა უარი, ამდაგვარი რამე ჯერ არავის გაუბედავს და მილიონი ხელმოწერაც არავის შეუგროვებია ჯერ. ეს ძალიან ამბიციური და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა.“-“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






