იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რვა მოსამართლე უვადოდ განაწესა.საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეებისთვის მთავარია „კლანს“ ერთგულება დაუმტკიცონ და უვადო მანტია გარანტირებულია:
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს განიხილავს იმ მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხს, რომელთა უმრავლესობამაც მოგვმართა გასული წლის თებერვალსა და შემდგომ პერიოდში. იუსტიციის საბჭომ ხელოვნურად, ერთი წლით შეაჩერა უვადოდ დანიშვნები მაშინ, როდესაც ინიშნებოდნენ ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი შენგელია და სხვები. მათი საკითხი განიხილეს დაახლოებით, 3 ან 5 თვეში მაქსიმუმ. როდესაც საქმე ეხებოდა, როგორც დიმიტრი გვრიტიშვილი უწოდებს, უბრალო მოსამართლეებს, მათი საკითხი ხელოვნურად, ერთი წლით გააჭიანურა. საინტერესო დეტალი ის არის რომ, უმრავლესობა იმ მოსამართლეებისა, რომელთა საკითხიც დღე აქ იხილება, დანიშვნებამდე ინტერნეტის შიდა ქსელში მე და ანა დოლიძეს გვიპირისპირდებოდნენ და აყვნენ ვასილ მშვენიერაძის მოწოდებას, როდესაც ის მიუთითებდა, რომ გამოეთქვათ მოსაზრება ჩემი და ანა დლიძის შესახებ. ვფიქრობ, ეს მოსამართლეები ცდილობენ, კლანს დაუმტკიცონ ერთგულება ინტერნეტში გამოთქმული განცხადებების მეშვეობით”,- განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






