"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის სამინისტროს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში დებს ბრალს
პოლიტიკა - 14:56, 14 Feb, 2019     392

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის სამინისტროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში დებს ბრალს.

"ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მსჯავრდებულთათვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოვითხოვეთ განმარტება, თუ რატომ ეზღუდებათ პატიმრებს ინფორმაციის მიღების თავისუფლება და რატომ არის გათიშული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაუწყებლობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში. ასევე, წერილით მოთხოვნილ იყო ინფორმაცია, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებებში არ მაუწყებლობს ტელეკომპანია რუსთავი 2.

აღსანიშნავია, რომ წერილი გაგზავნილ იქნა 2019 წლის 25 იანვარს თუმცა დღემდე შესაბამისი წერილობითი პასუხის ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე არ მიგვიღია.

საგულისხმოა, რომ საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის 148-ე მუხლი მე-4 პუნქტის მიხედვით „თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.”

დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურმა გადააცილა რეგლამენტით განსაზღვრულ დადგენილ ვადას, რაც პირდაპირ წარმოადგენს რეგლამენტის დარღვევას და პარლამენტის უპატივცემულობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის 226-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია სხვა თანამდებობის პირის მიერ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში სანქციები. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი არღვევს პარლამენტის წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას; ხოლო პარლამენტი ამ შემთხვევაში პარლამენტი თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს მთავრობის წევრისა) მიმართ იყენებს რეაგირების შემდეგ ფორმებს:

ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად;

ბ) სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას, რათა დაცული იქნას კანონის მოთხოვნები" - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42