როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას მილიონი მოქალაქის მოთხოვნის გაზიარება მოუწევს, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.
"მთელი პოლიტიკური სპექტრი, "ქართული ოცნების" გარდა, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს, ვთანხმდებით, რომ 2020 წელს საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო სისტემით და არა იმ მანკიერი სისტემით, რომელიც დღეს არსებობს. ამ საკითხზე წარმოუდგენელი კონსენსუსია. მათ შორის იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ არენაზე პრაქტიკულად მტრები ვართ. ეს პოლიტიკური პარტიებიც კი ვთანხმდებით და ვსხედვართ ერთ სამუშაო ოთახში.
არის რაღაც პროცედურები გასავლელი პარლამენტში, ხვალ საკომიტეტო მოსმენაა, შემდეგ სხვადასხვა პროცედურებია და მას შემდეგ რაც ხელთ გვექნება შესაბამისი დოკუმენტი, რომ დავიწყოთ მილიონი ხელმოწერის შეგროვება, ყველანი, როგორც ერთი, მთელს საქართველოში გავიშლებით მოვაგროვებთ აღნიშნული რაოდენობის ხმას და მერე ვნახოთ თუ გამოვა კობახიძე, ივანიშვილ გახარია და იტყვიან - მერე რა, მთელი ქვეყანა თანხმდებით, რომ ეს საარჩევნო სისტემა თქვენ არ მოგწონთ მე მაინც ასე მინდა ჩავატარო.
თუმცა თქვენც ძალიან კარგად იცით, ისინიც ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემა, რომლითაც 2020 წელს უნდა ჩაატარონ არჩევნები მათთვისაც არ არის მოსაწონი, მაგრამ უბრალოდ ახლა ამბობენ, რომ 2020-ში მაჟორიტარები დავტოვოთ და 2024-ში ჩავატაროთ პროპორციულითო. ეს ერთადერთი კოჭლი არგუმენტი აქვთ. ვნახოთ, გაუძლებს ამ წინააღმდეგობას ქართული ოცნება?! მე დარწმუნებული ვარ - ვერა. მას დათმობაზე წამოსვლა და ანგარიშის გაწევა მოუწევს მილიონი თანამოქალაქის მიმართ"- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






