„თუ რაღაც კარგია 2024 წელს, რატომ არ შეიძლება ეს განხორციელდეს 2020 წელს . რატომ უნდა მოიპაროს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მანდატები?“ - მამუკა კაციტაძე
პოლიტიკა - 13:31, 14 Feb, 2019     1001

ოპოზიცია არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნის გარშემო ერთიანდება. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს შეხვედრას მართავენ, რომელზეც სამომავლო სტრატეგაზე და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაზე მსჯელობენ. შეხვედრას 21 პარტია ესწრება.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კამპანიისთვის 200 ათასი ხელმოწერაა საჭირო, ოპოზიცია შეძლებს, რომ მილიონამდე ხელმოწერა შეაგროვოს და ხელისუფლებას აჩვენოს, თუ რამდენად აუცილებელია ამ ცვლილების განხორციელება და როგორი ერთიანია ამაში საზოგადოება და ოპოზიციიური სპექტრი:

„კამპანიას ასე ჰქვია, მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ჩვენ გვეძლევა მაქსიმუმ 4 თვე იმისთვის, რომ შეგროვდეს ძალიან ბევრი ხმა, სასურველია მილიონი ხმა, ისე ჭირდება 200 ათასი და ჩავაბაროთ ეს ყველაფერი პარლამენტს, რათა დაიწყოს საერთო საჯარო განხილვის ერთთვიანი პროცესი, შემდეგ საკომიტეტო-საპარლამენტო მოსმენები. ჩვენი მიზანია, რომ მორიგი წარმატებული მცდელობა განვახორციელოთ უვარგისი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. მარტივად დგას საკითხი, თუ რაღაც კარგია 2024 წელს, რატომ არ შეიძლება ეს კარგი განხორციელდეს 2020 წელს . რატომ უნდა მოიპაროს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაახლოებით 25% მანდატებისა, როცა ეს შეიძლება გამოვასწოროთ.“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42