"ზაალს პოლიტიკურად დევნიან! არჩევნების დროს, “ქართულ ოცნებაში“ გადასვლა შესთავაზეს, უარის შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ“- დაკავებული სპეცრაზმელის ოჯახი საპროტესტო აქციებს იწყებს
პოლიტიკა - 12:46, 14 Feb, 2019     1107
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელს ოჯახი ზაალ ლატარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქში საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრება.

თავად დაკავებულიც და მისი ოჯახის წევრების აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროს დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

ზაალ ლატარიას შვილი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მამამისს პარტიისთვის მუშაობის სანაცვლოდ პრივილეგიებსა და ნასამართლეობის მოხსნას ჰპირდებოდა უარის შემდეგ კი დაკავებითა ემუქრებოდნენ.

„ზაალის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, მის დაკავებას სხვას ვერაფერს დაუკავშირებ. მამაჩემს აფრთხილებდნენ, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, ან დაიჭერდნენ. არჩევნების დროს, მამასთან მოვიდნენ და უთხრეს, რომ გადასულიყო სახელისუფლებო პარტიაში და ყველაფერს მოუხსნიდნან, მამაჩემმა ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ“- განაცხადა ლანა ლატარიამ.

დაკავებულის ქალიშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდში ლატარიების სახლში პოლიციელები სამი საათის განმავლობაში ატარებდნენ ჩხრეკას, თუმცა სამართალდამცავებს მათთან კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ.

ლატარიას განცხადებით, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ზაალ ლატარიამ მესენჯერში, ფეიკ ექაუნთისგან მიიღო, თუმცა მალევე წაშალა და მისი გავრცელება არ მოუხდენია.

„ფეიკ ექაუნთით არის ვიდეო გამოგზავნილი, გამომგზავნის შესახებ მამამ არაფერი იცის, როცა პირად შეტყობინებაში ჩაგიგდებენ ვიდეოს დაინტერესდები. მამამ ეს შეტყობინება წაშალა და არავისთვის გაუგზავნია“ - უთხრა „ნიუპოსტს“ ლანა ლატარიამ.

ზაალ ლატარიას შვილი ამბობს, რომ დაკავებულის ოჯახი საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებს.

„ზომების მიღებას ვაპირებთ, გავმართავთ საპროტესტო აქციას. ხალხიც დაგვიდგება. მამაჩემი აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილეა, კოდორის ხეობაშიც იბრძოდა. რაც კი ომები იყო ამ ქვეყანაში ყველგან იყო და ასე დაუფასეს“- აღნიშნა ლანა ლატარიამ.

რაც შეეხება წლების წინ ზაალ ლატარიას ნარკოდანაშაულისთვის დაკავების ფაქტს, სპეცრაზმელის ოჯახი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ლატარიას სამგზავრო ჩანთაში ჩაუდეს.

„უკრაინიდან ზუგდიდში მოდიოდა, ნარკოტიკი სწორედ ამ ჩანთაში ჩადეს, საკვებ პროდუქტებს დაადეს. მოვითხოვეთ ექსპერტიზა და გავმმართლდით. მამაჩემის თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა“ - აცხადებს დაკავებულის შვილი.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

ზაალ ლატარიას გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვას და გავრცელებას ედავება.

ბრალდებული ამბობს, რომ ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42