მისი თქმით, ზეუწყებრივი კოორდინაციის ორგანო როემლიმე უწყებას არ უნდა დაექვემდებაროს.
"ქვეყანას აუცილებლად სჭირდება უშიშროების საბჭო, რომელიც არ უნდა იყოს რომელიმე სამინისტროს ქვეშ, არამედ უნდა იყოს ზეუწყებრივი კოორდინაციის ორგანო. ამ უშიშროების საბჭოში აუცილებლად უნდა იყოს პრეზიდენტი აქ პიროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა. როგორც ინსტიტუცია პრეზიდენტი ამ საბჭოში უნდა იყოს წარმოდგენილი, იმიტომ, რომ ეს არის ანტიკრიზისული, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და შიგნით ყველა პოლიტიკური ორგანო უნდა იყოს წარმოდგენილი"- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ,,საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და იქ პრეზიდენტი ვერ იქნება“. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი იმედოვნებენ, რომ მოიძებნება კანონიერი ფორმა, რითიც მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელებას. ამ მიზნით კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან გეგმავენ კონსულტაციებს.
მასალის გამოყენების პირობები






