"შიდა პოლიტიკური დინებები შეიძლება იყოს, რაღაცა ძალთა ბალანსი, ძალთა გადანაწილებაეს ყველაფერი არის ნაწილი არაფორმალური მმართველობის, ქვეყნის მმართველობა გამოსული არის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ახალი კონსტიტუციის პირობებში საერთოდ მოშლილი არის უსაფრთხოების სიტემა ეხლა უბრალოდ ცდილობენ რაღაცა ფასადი შექმნან, რომლის ნაწილი შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოებები, თუმცა მთავარი პრობლემა არის დასაწყისში, როცა ქართულმა ოცნებამ ამ სისტემის დანგრევა დაიწყო"-აცხადებს ბათუ ქუთელია.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ,,საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და იქ პრეზიდენტი ვერ იქნება“. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი იმედოვნებენ, რომ მოიძებნება კანონიერი ფორმა, რითიც მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელებას. ამ მიზნით კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან გეგმავენ კონსულტაციებს.
მასალის გამოყენების პირობები






