საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დავით ნარიმანიშვილმა, დავით კირკიტაძის დაკავების დღეს, 17 დეკემბერს, საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა იპოთეკის მოხსნის თაობაზე, უძრავ ნივთზე, რომელიც თბილისში, მ. უორდროპის 1 ჩიხის 7 ნომერში მდებარეობს.
საჯარო რეესტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დავით ნარიმანიშვილის განცხადების რეგისტრაცია იპოთეკის მოხსნის თაობაზე, გასული წლის 20 დეკემბერს, 13 საათსა და 25 წუთზე დასრულდა.
ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩვენი დროის ახალ მურუსიძეს, დავით ნარიმანიშვილს, უძრავ ნივთზე იპოთეკა ზუსტად 20 დეკემბერს, დავით კირკიტაძისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დღეს მოეხსნა.
რატომ გაუჩნდა გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს ფული და სურვილი, იპოთეკაზე მოხსნის განცხადება დავით კირკიტაძის დაკავების დღეს (17 დეკემბერს) დაეწერა, რომელიც 20 დეკემბერს (დავით კირკიტაძის ციხეში გაშვების დღეს) დაკმაყოფილდა და არის თუ არა, ეს შემთხვევითობა, ამის შესახებ, მოსამართლის მყარ არგუმენტებს დაველოდებით.
მან, გუშინ, დავით კირკიტაძეს კიდევ ერთხელ გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ყოველგვარი იურიდიული საფუძვლების გარეშე, რითაც პოლიტიკური და იქნებ მერკანტილური გადაწყვეტილებაც მიიღო.სამწუხაროდ, ნარიმანიშვილი, 12 თებერვლის შემდეგ მედიისათვის „გასულია მომსახურების ზონიდან“.
P.S: იმის გათვალისწინებით რომ დავით ნარიმანიშვილი სხვაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩვენ საჯარო რეესტრში მითითებული პირადი ნომერი ერთიან საარჩევნო სიაში გადავამოწმეთ და დავრწმუნდით რომ უძრავ ნივთზე იპოთაკის მოხსნის თაობაზე განცხადება 2018 წლის 17 დეკემბერს (დავით კირკიტაძის დაკავების დღე) ნამდვილად გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარემ დაწერა, რომლის რეგისტრაცია 2018 წლის 20 დეკემბერს (დავით კირკიტაძისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დღე) დასრულდა.წყარო: პრესა.ჯი

მასალის გამოყენების პირობები






