მის: რუსთაველის 21
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემის გარეშე აკარგვინებს ქვეყანას შანსს იმისა, რომ არცევნებს დემოკრატიული ეწოდოს:
"მიგვაჩნია, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემის გარეშე აკარგვინებს ყველანაირ შანსს ქვეყანას იმისა, რომ ამ არჩევნებს რაღაცნაირად დემოკრატიული უწოდო, მითუმეტეს იმ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე, რაც საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვიხილეთ"- აცხადებს „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს:
"პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს სრულიად ყველა პოლიტიკური პარტია მინუს "ქართული ოცნება," ასე, რომ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" მაინც მოუწევს წასვლა დათმობაზე, არა პოლიტიკურ პარტიებთან და არა ოპოზიციასთან არამედ ქართულ მოსახლეობასთან,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






