„აბა, კარგად მომისმინეთ.... როგორც ჩანს საზოგადოებას მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვს. მეუფე პეტრეს მიერ დეკანოზ მამალაძესთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას ვგულისხმობ. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის მღვდელმთავრის მეტყველების სხვა სტანდარტია მისაღები და გასაგები. ბოდბელი და სხალთელი ეპისკოპოსების საჯარო განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი საზოგადოების ნაწილის აზროვნებასთან და გემოვნებასთან. მაგრამ რადგან ისეთ ადამანებსაც აღმოაჩნდათ პრობლემა მეუფე პეტრეს ნათქვამის გააზრებისა, რომელთაგანაც ამას არ ველოდი, სწორედ მთთვის არის განკუთვნილი ეს ტრანსკრიპტი: მეუფე პეტემ ბრძანა: დეკანოზის სულიერი მდგომარეობა ციხეში რაღაც ეტაპზე დამძიმდა და წერილი გამოაგზავნა, რომლითაც პატრიარქის დაანტაჟებას აპირებდა. სწორედ ეს მიაჩნია მეუფე პეტრეს საეკლესიო ბედუკაძეობად, რადგან მან დააშანტჟა სისტემა, რომლის ნაწილიც თვითონ იყო და რომლის მანკიერებებს ის თავად უწობდა ხელს. ანუ მეუფეს მიაჩნია, რომ შანტაჟი არ არის სათნო საქციელი, რა მიზანსაც არ უნდა ისახავდეს ის. მეუფემ თქვა, რომ მიუხედავად დეკანოზის ცუდი საქციელისა, პატრიარქს, მის მიმართ უპირობო სიყვარული და შემწყნარებლობა უნდა გამოეჩინა, როგორც კეთილ მწყემსსო.“ - წერს გოჩა მირცხულავა.
მასალის გამოყენების პირობები






