"ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია საპენსიო რეფორმაც და სესხებთან დაკავშირებული რეგულაციებიც ქვეყნის გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორებია.
მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრმა ამ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.
"საერთო ჯამში, ივანიშვილის გუნდის და ამ ეკონომიკის მინისტრის პირობებში მთავარი კითხვაც და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც არის ნულოვანი ხედვა იმის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყველა მიმართულებით - ე.წ. საპენსიო რეფორმით დაწყებული, გაგრძელებული ვითომ ხალხზე ზრუნვით სესხებთან დაკავშირებით - არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქვეყნის გაღარიბების, ახალი სამუშაო ადგილების არშექმნის, შემოსავლების კლების და ამ ყველაფერზე გიორგი ქობულიამ უნდა გაგვცეს პასუხი. დრო გადის, ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და ამ პოლიტიკის არათუ ცვლილება არ ხდება, არამედ საზიანო ნაბიჯების გაღრმავება ხდება ხელისუფლების მხრიდან ცინიკური საუბრით, რომ ვითომ ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე,"- განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






