მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
მამუკა ბახტაძის თქმით, მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს და აღნიშნულში ამოსავალი წერტილი - ეროვნული ინტერესები, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის:
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით და მას აწარმოებს ეკონომიკის სამინისტრო. დაველოდოთ შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ მოკლე ვადაში დასრულდება ეს მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში, მაგრამ ამოსავალი წერტილი გახლავთ, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. დაველოდოთ მოლაპარაკებებს. მე ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება“, - განაცხადა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






