თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკითხს განიხილავენ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული საბჭო ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სათათბიროა და სწორედ ამიტომ იქ პრეზიდენტი ვერ იქნება:
"ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო იმისათვის, რომ მთავრობის დონეზე მოხდეს უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია. ეს არის პრემიერის სათათბირო ორგანო, სადაც შესაბამის უწყებებს საშუალება ექნებათ, მეტი კოორდინაციით, ნაკლები რესურსის დანახარჯით მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების გაზრდა და მოემსახურონ ქვეყნის უსაფრთხოებას. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ეს არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება. ეს ორგანო არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას, ეს არის მხოლოდ სათათბირო ორგანო. ხშირ შემთხვევაში ეშლებათ ხოლმე ჩვენს ოპონენტებს, როდესაც საუბრობენ, რატომ არ არის ჩართული პრეზიდენტი. პრეზიდენტი ვერ იქნება ჩართული იქ, სადაც პრემიერი იღებს რჩევას, ან ხდება მსჯელობა და კოორდინაციის საკითხების განსაზღვრა. ეს არის მთავრობის უფლებამოსილება და საერთო ჯამში, გადაწყვეტილებებს ბუნებრივია, იღებს მთავრობა,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






