უფლებადამცვალი წერილის შინაარსზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მიმართვას 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მათგანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია.
„კონკრეტულად რას უკავშირდება ეს წერილი მომავალი გვიჩვენებს. ვუსმინე მეუფე პეტრეს განცხადებას, რომელმაც ბედუკაძეობა ახსენა. ბედუკაძემ რა დარღვევები და უკანონობა არსებობდა ციხეში პატიმრების მიმართ ის გაასაჯაროვა. ეტყობა არის ისეთი რამ, რაც მიუღებელია ეკლესიისთვის“ - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
მისი თქმით, წერილში „მარტო ბიზნესზე არ იქნება საუბარი“.
„მანდ სხვა საკითხებიც არის ალბათ. რომელიც სასიფრთხილო თემაა და სიფრთილით უნდა იყოს გაანალიზებული თვითონ შიგნით საპატრიარქოში მყოფი პირებისგან“- ამბობს „ნიუპოსტთან“ ადვოკატი.
მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მამა გიორგი პატრიარქს არასდროს დაემუქრებოდა.
„არ ვიცი რა ინფორმაცია მიაწოდეს და რა უთხრეს წერილთან დაკავშირებით პატრიარქს. რადგან შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ რამეს უმალავენ პატრიარქს და სიმართლეს არ ეუბნებიან. შეიძლება ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია მიაწოდეს, რამაც პატრიარქზე უარყოფითად იმოქმედა. მამა გიორგის სხვებისგან განსხახევით მუქარის ტონით საუბარი და მუქარით მიწერ-მოწერა არ სჩვევია. ეს ალბათ იყო გაფრთხილება და შეხსენება, რომ ეს ყველაფერი უნდა აღიკვეთოს, რომ ეკლესიას ზიანი არ მიადგეს“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






