როგორც ირკვევა შეხვედრაზე სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი განიხილეს და მისი მოგვარების გზებზეც იმსჯელეს.
„მე ვიყავი მაინტერესებდა მათთან საუბარი, გავესაუბრე ხალხს და მოვდივარ უკან. საუბარი შეეხებოდა მოვლენებს, ასე გაგრძელება არ შეიძლება და ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ამ თემაზე ვილაპარაკეთ და ხვალ თუ ზეგ შევხვდები ზურას და დაველაპარაკები,“-განაცხადა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა რომან რურუამ რუსთავი2-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს.
შეხვედრაზე არ მიუწვევიათ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის ყველა წევრი, რაც იმას ადასტურებს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში პოზიციები გასხვავებულია.
„არ დავუპატიჟებივარ და არც ვყოფილვარ. ყრილობა ჩატარდა სიყალბით, კანონის დარღვევით და მისთვის ხმა არ მიმიცია სიმართლეს გაუმარჯოს. ზონდერი და არაადეკვატური და შიზოიდი კაცი არ უნდა ხელმძღვანელობდეს ეროვნულ ფედერაციას,“-განაცხადა გურამ საღარაძემ რუსთავი2-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს.
მასალის გამოყენების პირობები