ქურდობა ნორვეგიაში და ვანო ზარდიაშვილის ნათესავების სკანდალი- "ვანო ჩემი სიძეა და დანაშაულია? ჩემს შვილს რა გენერატორი უნდა წამოეღო?!"- ანზორ აბრალავა
პოლიტიკა - 12:12, 13 Feb, 2019     2300

დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ოჯახის სკანდალი - ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასთან, გიორგი აბრალავასთან ერთად დაკავებულები არიან გრიშა მარღანია და გიორგი კიკნაძე.

სამივე მათგანი ერთმანეთის ახლობლები არიან. როგორც „ნიუპოსტს“ დაკავებული აბრალავას მამამ, ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა, ანზორ აბრალავამ განუცხადა, ზარდიაშვილთან ნათესაური კავშირი დანაშაული არ არის.

ანზორ აბრალავას თქმით, ნორვეგიაში დაკავებულთა ადვოკატს უკვე ესაუბრა და „სამივე მათგანი შემოწმების მიზნით დააკავეს და არცერთ მათგანს ბრალი არ უდასტურდება“.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია ისინი გადამოწმების მიზნით არიან დაკავებულები. ჩამოვა ჩემი შვილი ძალიან მალე და ყველაფერს თავად გასცემს პასუხს. ეს ინფორმაცია ადვოკატისგან მაქვს. პროცედურულად დამთავრდება ყველაფერი, დროში როგორც არის გათვალისწინებული და ყველაფერი გაირკვევა.

ამხანაგები არიან და წავიდნენ, რა არ ჰქონდათ წასვლის უფლება?! დანაშაულია, სადმე კანონში წერია, რომ ვიზალიბერალიზაცია ეხება მთელ საქართველოს, გარდა კონკრეტული პიროვნებისა?!

რუსთავი 2-ს მიყავს ეს ამბავი ისე... სააკაშვილს აქვს უფლება ანტისემიტურ განცხადებებს რომ აკეთებს და გარეთ რომ არის?!

ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია? სიძეა ჩემი და დანაშაულია?!“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ აბრალავამ.

მისი თქმით, გიორგი აბრალავა აუდიტის სამსახურში იქამდე მუშაობდა, ვიდრე ვანო ზარდიაშვილი მივიდოდა ამ უწყებაში.

აბრალავას უჭირს დაიჯეროს, რომ მისი შვილი და ახლობლები უცხო ქვეყანაში „გენერატორის მოსაპარად ჩავიდნენ“.

„გენერატორი უნდა წამოეღოთ? საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები?!“- თქვა ანზორ აბრალავამ და ტელეფონი გაგვითიშა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნიუპოსტს" დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა.

ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო. როგორც "ნიუპოსტს" აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, „კურიერის“ ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42