თიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
კულტურა - 10:47, 13 Feb, 2019     2018

თიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას (ხუმარაშვილი) პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ხუმარაშვილის რიგით მეათე პერსონალური გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღისთვის გამოცემულ ალბომს ეძღვნება.

2018 წელს უშანგი ხუმას 70 წელი შეუსრულდა. ალბომის - „ანარეკლები ანარეკლების შესახებ უშანგი ხუმარაშვილის ფერწერულ ნამუშევრებში" პრეზენტაცია გამოფენაზე შედგა.

ექსპოზიცა უშანგი ხუმას 2018-19 წლებში შექმნილ 15 ნამუშევარს აერთიანებს.

უშანგი ხუმა 1948 წელს, დედოფლისწყაროში დაიბადა. 1967-73 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, თეატრის განხრით სწავლობდა. 1974-80 წლებში თელავის დრამატულ თეატრის მხატვარი იყო. 1975 წლიდან რეგულარულად იფინება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ვორქშოპებსა და ბიენალეებში. უშანგი ხუმას სახელი კარგადაა ცნობილი ქართული ვიზუალური ხელოვნების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ უშანგი ხუმა, როგორც ფერმწერი, 70-იან წლებში ჩამოყალიბდა, მხატვრული ორიენტაციით ის ტიპური 80-იანელია.

„ხუმარაშვილის ნახატები მძიმე ფორმებისა და მოცულობების აბსტრაქციებია, ისინი დაზგურ ფერწერას კი არა, უფრო კედლის მხატვრობას ჰგავს, მეტიც, გამოქვაბულის კედლის რიტუალურ მხატვრობას. ისინი უკიდურესად მძიმეა ფიზიკური მგრძნობელობით, თუმცა, საღებავის მასალის სიჭარბე არასოდესაა მისი დამახასიათებელი."

„უშანგი ხუმარაშვილის ერთი დამსახურება ის არის, რომ მან ცოცხალი ავანგარდისტული ტრადიციების მქონე ხელოვნება ელიტარული გახადა, რითაც დასავლეთის არტ სამყაროს პრეცედენტი შექმნა საქართველოში; შექმნა სრულიად ცარიელ ადგილზე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით."

„ის ასახავს სინამდვილეს აბსტრაქტული ნახატის გზით; მას მხოლოდ სჭირდება მოკლას აღსანიშნი, რათა შექმნას აღმნიშვნელი, - როგორც პირადი და ყველასთვის გასაგები ანარეკლი."

(დავით ჩიხლაძე; ალბომის ტექსტიდან)

უშანგი ხუმას გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 2019 წლის 14 აპრილამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42