უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა იყო პოლიტიზირებული, როგორც არის რუსეთის საპატრიარქო:
„სამართლიანობას ვერ გავექცევით, რომ აბსოლუტურად საეკლესიო კანონის დაცვით მიანიჭეს მათ ტომოსი უკრაინის ეკლესიას და, თუ რამე შეკითხვები არსებობს და იყო დელეგაცია ჩამოსული, კიდევ გვექნება ამის შესაძლებლობა, ყველა შეკითხვა უნდა დაისვას და მივიღოთ პასუხი. თუ ამოვწურავთ ამ შეკითხვებს და არ გადავდგამთ ჩვენ სამართლიან პასუხს, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკა და არ ვისურვებდი, რომ ჩვენი დამოკიდებულება იყოს პოლიტიზირებული და ეკლესია იყოს პოლიტიზირებული ამ გადაწყვეტილებაში ისევე, როგორც არის პოლიტიზირებული, თუნდაც რუსეთის საპატრიარქო,“ - ამბობს მეუფე პეტრე.
მასალის გამოყენების პირობები






