ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის არიან აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნების წამყვანი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს.
ფორუმი ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის საზოგადოება დეზინფორმაციის წინააღმდეგ” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ყალბ ამბებზე ცნობიერების ამაღლებასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ინოვაციური მიდგომების შემუშავებას. ინიციატივა აგრეთვე მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთო პლატფორმის შექმნას საინფორმაციო ომის საფრთხეებთან გასამკლავებლად.
„დღესდღეობით მხარდაჭერა ნატო-ს და ევროკავშირში გაწევრიანების არის გაზრდილი რაც კარგია, მაგრამ სიტუაცია მაინც მოწყვლადი რჩება იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას ნატო-ს და ევროკავშირის მხარდასაჭერად კონსოლიდაციაში რუსეთის ხელისუფლება უფრო უწყობს ხელს თავის ქმედებებით იქნება ეს მცოცავი ოკუპაცია, თუ მუქარა რომ აღიარებს აფხაზეთს და ოსეთის ეკლესიებს ვიდრე ჩვენი ხელისუფლების მკაფიო ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით,"-განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






