ნებისმიერ სასამართლო პროცესში არ უნდა იკვეთებოდეს რაიმე სახის შერჩევითი სამართლის ნიშნები - ასე აფასებს „ნიუპოსთან“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.
„ცხადია, ერთის მხრივ სახეზე გვაქვს კონკრეტული შესაძლო გადაცდომა, რაც ეხება ბატონ კირკიტაძეს და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა არსებობდა თუ არა წინასწარი პატიმრობი საფუძვლები, ამ მიმართულებით არსებობს კითხვის ნიშნები, მითუმეტეს მეორე საქმის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე (იგულისხმება დავით კირკიტაძისათვის სამსახურეობრივი გადაცდომის ბრალდებით შეფარდებულ გირაოს, რაშიც სასამართლომ კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო) და ბუნებრივია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ შერჩევით სამართლაზე და ორმაგ სტანდატზე კირკიტაძესთან მიმართებაში, რაც რიგ სხვა შემთხვევებში და პოლიტიკური პოზციის მქონე პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე მსგავსი სიმძიმის მიდგომა არ ყოფილა გამოყენებული სასამართლოს მხრიდან.
ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ სასამართლო პროცესში არ უნდა იკვეთებოდეს რაიმე სახის შერჩევითი სამართლის ნიშნები და ამაზე აპელირებს ოპოზიცია და შესაძლოა, რომ გარკვეული სახის საქმეებზე გაჩნდეს ასეთი წარმოდგენა. სხვა წინა შემთხვევებს თუ შევადარებთ (მათ შორის მოჭიდავეების საქმეს) ამ შემთხვევას, ჩნდება კითხვის ნიშნები, რამდენად თანმდიმდევრული მიდგომა იქნა გამოყენებული სასამართლოს მხრიდან და რამდენად ლოიალური შეიძლება იყოს ხელისუფლება სხვადასხვა პირის მიმართ, მათი პოლიტკური კუთვნილებიდან გამომდინარე. როცა ეს კითხვები ჩნდება, ცხადია პრობლემურია ძალიან და ასეთ საქმეებში მთავარი არის ის, რომ მსგავსი სახის შთაბეჭდილებები არ უნდა იქმნებოდეს, მიუხედავად იმისა რომელი მხარეა კანონდამრღვევი“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






