პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ - ახალი კანონპროექტი პარლამენტში
პოლიტიკა - 19:18, 12 Feb, 2019     982
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".


მომხსენებლის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძე განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება კანონში არსებული კოლიზიის აღმოფხვრა. კერძოდ, კანონში ჩნდება ჩანაწერი, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სავალდებულო წესით შეუნარჩუნდებათ დაცვა უფლებამოსილების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემდეგ 1 (ერთი) წლის ვადით. მისივე თქმით, აქვე ჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არ უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და დანაშაულის ჩადენის შედეგი.

ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება ახალი პუნქტი, რომლის თანახმად საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მათივე ოჯახის წევრებს, აგრეთვე უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სამსახურის სხვა დასაცავ პირებს და მათი ოჯახის წევრებს დაცვა შეიძლება დაენიშნოთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და დანაშაულის ჩადენის შედეგი.

დაცვის დანიშვნის საფუძველი, ასევე შეიძლება გახდეს შესაბამისი სამსახურებიდან მიღებული ინფორმაცია.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ შესაძლებლობისთანავე შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს და სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და გადასცემს შეტყობინებას საქართველოს გენერალური პროკურატურის ცხელ ხაზზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

„პარლამენტს ჰქონდა მიღებული განკარგულება, რომ 2020 წლამდე უნდა შეგვენარჩუნებინა წინა მოწვევის პარლამენტი და ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს კანონთან, ამიტომ ეს გარდამავალი მივიღეთ - 2020 წლამდე შევინარჩუნებთ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დაცვას. დაზუსტება მოხდა, ავტომობილთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს თვითონ პარლამენტი, ხოლო დაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს დაცვის სპეციალური სამსახური,“ - აღნიშნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42