„იურისტები უკვე ამზადებენ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელსაც ჩვენ შევიტანთ ბელგიის შსს-ში, უსაფრთხოების სამსახურში და ანტიტერორისტულ სამსახურში, ეს არის უსერიოზულესი საკითხი. ეს არის არა მარტო საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა არამედ ბელგიის კანონების დარღვევა და ბელგიის სახელმწიფოს შეურაცხყოფა. ის არ იკმარა, რომ გამოაგზავნა ზონდერები, ციცინო დეიდები, პროვოკატორები და ჯიბის ჟურნალისტები, ასევე გამოაგზავნა სპეცსამსახურების თანამშრომლები, რაც არის სრული შეურაცხყოფა და კანონდარღვევა ბელგიის სამეფოსი. ეს არავითარ შემთხვავაში არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და დაუსჯელი. გვაქვს ფოტოები, რომლებიც ამ ადამიანებს ჩვენი მოძრაობის წევრებმა გადაუღეს სხვადსხვა თვითმფრინავში. არა მარტო თბილისიდან აეკიდნენ და ჩამოვიდნენ, არამედ ჩვენი იტალიის კომისარს ნათათო გიორგაძეს აეკიდნენ პირდაპირ პიზიდან და თავჩაღუნული დადიოდა ერთი ჯეელი თვითმფრინავშიც და ლიეჟშიც და დასდევდა ნათათო გიორგაძეს, ასევე სხვა ქალაქებიდანაც გამოყვნენ და ყველა ეს ფოტო და ვიდეომასალა გაგვაჩნია და ამ საქაღალდეში ჩამოწიკწიკებულს ყველაფერს მივართმევთ ბელგიელ სამართალდამცავებს და მთელ ევროპას გავაგებინებთ ვისთან გვაქვს საქმე- კრიმინალ მაფიოზთან“- განაცხადა გიორგი სიგუამ.
მასალის გამოყენების პირობები






