სახალხო დამცველის განცხადება 13 წლის ბავშვის მკვლელობის ფაქტზე - რა პრობლემებს ხედავს ომბუდსმენი
პოლიტიკა - 17:18, 12 Feb, 2019     826
სახალხო დამცველი ეხმიანება 13 წლის ბავშვის მკვლელობის ფაქტს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რადგან მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ამ პრობლემებს უკავშირდება.


როგორც "ნიუპოსტს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, განხორციელდა დაწესებულებაში ვიზიტი დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად.

"შესწავლის პირველადი შედეგებით იკვეთება, რომ დაწესებულება გადატვირთულია. კერძოდ, ბრალდებულის მიერ ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მიმართვის დღეს მამაკაცთა განყოფილება სრულად შევსებული იყო; თუმცა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას დაწესებულების ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული დაბრკოლებას არ შექმნიდა პაციენტის კონსულტირებისა და სხვა დაწესებულებაში გადამისამართებისთვის. ამასთან, შესაძლოა, იკვეთებოდეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ პერსონალის მხრიდან პაციენტთან და მის თანმხლებ პირებთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან არ მოხდა მათთვის საჭირო და საკმარისი ინფორმაციის მიწოდება სერვისების და სტაციონირებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მწვავე გამოწვევად იკვეთება ე.წ. ორმაგი დიაგნოზის მქონე პირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემა და განსხვავებული რეგულაციები ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის სფეროებში. ამასთან, მიუხედავად „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტის ზრდისა, კვლავ პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჰოსპიტალსგარე მიღება, როგორიცაა თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისები, რაც თავის მხრივ განაპირობებს შემთხვევათა გამწვავებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტაციონარში განთავსების მაღალ მაჩვენებელს.

იმ მიზეზით, რომ არ არის განვითარებული საცხოვრისის ტიპის მომსახურება, პაციენტების დიდი ნაწილი, რომელთაც ქრონიკული, სოციალური და არა მწვავე სამედიცინო საჭიროებები აქვთ, წლობით ცხოვრობს სტაციონარულ დაწესებულებებში, რაც იწვევს გადატვირთულობას და ხშირად ხდება მწვავე მდგომარეობის მქონე პირების ფსიქიატრიული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენის მიზეზი. მწვავე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის მონიტორინგიც.

დასახელებული პრობლემების აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი. მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მომხდარი შემთხვევის შესწავლას და შეაფასებს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას. ამასთან, შეისწავლის ინფორმირებული იყო თუ არა სოციალური სამსახური ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რადგან გავრცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი ნათესავებთან მშობლების გარეშე ცხოვრობდა.

ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, საკითხის შეფასების პროცესში გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაძლიერება"- ნათქვამია გტანცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42