ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით 11 თებერვალს მშობლის პროფესიული სემინარი თემაზე “მოზარდი და სტომატოლოგია” ჩატარდა. მშობელთა კლუბის ფარგლებში, სკოლის ეგიდით მიმდინარე სემინარზე მოწვეული იყო მე-4 კლასის (მარიამ ვეფხვაძის) მშობელი, სტომატოლოგი – სოფო მექვაბიშვილი.
სემინარის ფარგლებში განიხილებოდა შემდეგი თემები:
1. ყბა-კბილთა როლი (ვიზუალი და ჯანმრთელობა);
2. კარიესი და მისი გამომწვევი მიზეზები;
3. სწორი ჰიგიენა;
4. ჰიგიენისთვის საჭირო საშუალებები;
5. ფტორის და კალციუმის როლი;
6. სარძევე და მუდმივი კბილები;
7. სტომატოლოგთან ვიზიტის აუცილებლობა;
8. ჯაგრისის და კბილის პასტის შერჩევა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი “მშობლის პროფესიული სემინარი” სკოლის ინიციატივით ა.წ. იანვრის თვეში შეიქმნა და მისი განხორციელება ყოველ თვეში ერთხელ დაიგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები