"ხელისუფლების ამოცანაა,ციხეში ვიჯდე... ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ ხელისუფლებას ჩამოვშლით" - კირკიტაძე
პოლიტიკა - 16:41, 12 Feb, 2019     876

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მისი საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.

როგორც კირკიტაძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ის ბრძოლას არ შეწყვეტს. მან მეგობრებს, თანამოაზრეეებსა და მხარდამჭერებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"რაც არ უნდა ეცადოთ თქვენ და მითუმეტეს, პროკურატურა, ვერ გაცდებით იმას, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური. დღეს პროკურატურის პოზიცია ჩემი გადმოსახედიდან სამარცხვინოა.

დღეს მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა სასამართლო. მოსამართლეების და სასამართლოს მხრიდან მუდმივად ვისმენთ, რომ ისინი დამოუკიდებლები არინ, მაგრამ ამას მოსამართლის ნათქვამი კი არა, მისი გადაწყვეტილება უნდა ადასტურებდეს.

დღეს ხელისუფლების ამოცანაა, დავით კირკიტაძე ციხეში იჯდეს, თუმცა მათმა მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა. ეს არც ჩემი მეგობრებისთვის ყოფილა შემაფერხებელი და არც ერთს გაჩენია შიშის გრძნობა და არ შეუწყვიტავს პოლიტიკური ქმედება. არც მე შემიცვლია აზრი არც თქვენს რეალურ მმართველზე, არც დღევანდელ ხელისუფლებაზე.

ოპერაციის ხელმძღვანელი, ვინც იყო კონკრეტულ დღეს ველისციხეში, ამხანაგი კუპატაძე თანამდებობიდან მოხსნეს. ამ სასამართლოზე იქნება, თუ შემდეგზე, მოწმეები აუცილებლად დაიკითხებიან და ეს საქმე ასე არ ჩაივლის. ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ ხელისუფლებას ჩამოვშლით", - განაცხადა კირკიტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42