პრეზიდენტის პრესსპიკერმა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები და ზურაბიშვილის ვიზიტი შეაფასა
პოლიტიკა - 16:23, 12 Feb, 2019     381
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები და სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი შეაფასა.

"8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ეწვია და დაათვალიერა ბაზები, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ასრულებენ.

,,საქართველოს პრეზიდენტი პირადად მისი და ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის ქართველ სამხედროებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისათვის, ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობით, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი იმ უდიდესი წვლილისათვის, რომელიც აღიარებულია საქართველოს პარტნიორების მიერ", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დეტალურად მიმოიხილა ის შეხვედრები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტისას გამართა.

,,საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან,

„მტკიცე მხარდაჭერის" და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილერთან,

ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ავღანეთის მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მხარდაჭერის საკითხი, ასევე ავღანეთის მზადყოფნა, გაეცნოს და გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ეკონომიკური და საპოლიციო რეფორმების მიმართულებით", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს ხურვალეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან განხორციელებული, მორიგი პროვოკაცია, რასაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა.

,,ამას ადასტურებს ეუთოს თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტი საქართველოში. 10 თებერვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქათველოს პრეზიდენტს შეხვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა.

ამევე დროს, ვეხმაურებით აშშ-ს კონგრესის რეზოლუციას

საქარველოს პრეზიდენტი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუციის მომზადებას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის აქტი იქნება", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიას საფრანგეთსა და გერმანიაში პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

,,17-19 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

დაგეგმილია შეხვედრები UNESCO-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან.

იგეგმება სხვა, არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან", „ფრანს 24"-თან, სხვა მედია საშუალებებთან, რომელთა შესახებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას გაავრცელებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება გერმანიაში", - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რეგიონების განვითარებას, მათ შორის მათი კულტურული პოტენციის წამოწევას, პრეზიდენტი საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს. შესაბამისად, გასული კვირის დასასრულს სალომე ზურაბიშვილი იმერეთში იმყოფებოდა. გამართული შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა მხარის განვითარების მიმართულებები და შესაძლებლობები.

,,ამ მხრივ, აღსანიშნავია პრეზიდენტის პატრონაჟი ქრთულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიის საქმიანობის მხარდასაჭერად.

აღნიშნული მისია იმერეთში ქუთაისის ძველ კოლხურ კულტურულ ლანდშაფტს იკვლევს.

იმერეთში გაჟღერდა ასევე პრეზიდენტის ინიციატივა, ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობისთვის საერთაშორისო საკონფერენციო ფუნქციის მინიჭების თაობაზე, რაც არა მხოლოდ ქვეყნის პოპულარიზაციას, არამედ მხარის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, პრეზიდენტი გაეცნო იმერეთის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით, - სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ქუთაისი-წყალტუბოს ერთიანი კონცეფციის ჭრილში ბალნეოტურიზმის წახალისების მიმართულებებს", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42