"მოსამართლე გახდა იძულებული, ვერ გეტყვით ვისგან... გადაწყვეტილება იყო არა სამართლებრივი, არამედ სხვა მოტივებით განპირობებული" - კირკიტაძის ადვოკატი
პოლიტიკა - 14:53, 12 Feb, 2019     882
დავით კირკიტაძის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი გურჯაანის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს.
უფლებადამცველის თქმით, მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყევეტილება უგულვებელყო.
ადვოკატის თქმით, ნარიმანიშვილმა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
"საუბარი იყო სამ გარემოებაზე, რის გამოც დავით კირკიტაძეს შეეფარდა წინასარი პატიმრობა, ეს იყო მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების და მესამე - იგი სხვა საქმეში იყო ბრალდებული და მას შეფარდებული ჰქონდა აღმკვეთი ღონისძიება. ჩვენ წარვადგინეთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ დავით კირკიტაძე გამართლდა ამ საქმეში. მეორე ის, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეები არიან პოლიციის თანამშრომლები ან ექსპერტები და თვითონ პროკურატურამ ვეღარ დაადასრტურა, რომ დავით კირკიტაძე თავს დაესხმებოდა პოლიციელებს და აიძულებდა ჩვენების შეცვლას. დარჩა მიმალვის საფრთხე, თავის დროზე თვითონ სააპელაციო სასამართლომ 25 დეკემბრის განჩინებით თქვა, რომ ეს საფრთხე არ არსებობს და ვერ იქნება გამოყენებული დაპატიმრების საფუძვლად. დღეს კი, გურჯაანის სასამართლომ უგულვებელყო მისი ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება და თქვა, რომ უნდა დარჩეს პატიმრობაში.

როცა შევეკითხე მოსამსართლეს, რომ მისი ზემდგომი ინსტანცია საუბრობს სხვას, ირონიულად გამცა პასუხი - ხან აპელაცია არ გვეთანხმება ჩვენ და ხან ჩვენ არ ვეთანხმებით სააპელაციოსო. ეს ხდება იმ ფონზე როცა სხვა ბრალდებული არის გირაო ქვეშ. როცა მიმალვის საფრთხეზეა საუბარი, როცა დავით კირკიტაძეს დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს, დავით კირკიტაძე ამირკიდან თავის ფეხით ჩამოვიდა და დღემდე ნებაყოფლობით ყველა პროცესზე ცხადდებოდა. მოსამართლე გახდა იძულებული, ვერ გეტყვით ვისგან...

მოსამართლემ შუა პროცესში დაუსვა კითხვა მხარეს - თქვენ როგორ ფიქრობთ ეს პოლიტიკური პროცესი არის თუ არა. ჩვენი პაუხი იყო რომ ეს არის თუ არა პოლიტიკური ამაზე კომენტარს აკეთებენ პოლიტიკოსები და საზოგადოება. არის თუ არა პროცესი პოლიტიკური, ამაზე მეტყველებს მოსამართლის გადაწყვეტილება. არის თუ არა აუცილებელი კირკიტაძის პატიმრობაში დარჩენა და რამდენად არის ეს ამართლიანი გადაწყვეტილება, ამაზე საზოგადოებამ ისაუბროს. ჩემი მხრიდან არის დიდი კითხვის ნიშნები, რომ ეს გადაწყვეტილება იყო არა სამართლებრივი, არამედ სხვა მოტივებით განპირობებული"- განაცხადა ადვოკატმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42